Digest Logo

„კიდევ ერთი უმაგრესი საჩუქარი მარიამს“ - რა ვიდეოს აქვეყნებს დანტესი

1743257403
 ქუთაისელ მარიამ

რამდენიმე თვის წინ ფოტოგრაფმა „დანტესმა“ კიდევ ერთი ქველმოქმედების ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მოთხრობილი იყო ქუთაისელ მარიამზე, რომელსაც სახის ძვლების პრობლემა ჰქონდა. მოგვიანებით, კი გაირკვა, რომ თურქეთში მცხოვრები ექიმი მედეა იობაშვილი მარიამს დაეხმარებოდა შუამდგომლობაში, რომ თურქ პლასტიკურ ქირურგს მისთვის შეღავათიან ფასად სახის ოპერაცია ჩაეტარებინა. 

ამ ამბების შემდეგ 16 წლის მარიამისთვის გაერთიანდა საზოგადოება, მათ შორის ცნობილი სახეებიც, მეზობლები და უცნობი ადამიანები, რომელთაც ოპერაციისთვის საჭირო თანხა შეაგროვეს.

მარიამს 20 მარტს სტამბოლში 7 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. თურქეთში გახლავთ თავად დანტესიც, რომელიც ეტაპობრივად უზიარებდა საზოგადოებას ოპერაციის შესახებ ინფორმაციას.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ახალს ვიდეოს აქვეყნებს და როგორც იგი წერს მარიამმა მორიგი საჩუქარი მიიღო იმ ადამიანისგან, ვინც მის სწავლას აფინანსებს.

„კიდევ ერთი უმაგრესი საჩუქარი მარიამს.

ბოლო მოდელის I pad air აჩუქა პიროვნებამ რომელმაც მარიამის სწავლა სრულად დააფინანსა“ - წერს დანტესი და ვიდეოს აქვეყნებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მქონდა მძიმე დაავადება, გადაწყვეტილება არ გამეკეთებინა ოპერაცია და მივსულიყავი ფსიქოლოგთან...“ - ცისანა სეფიაშვილი

⭕„დედა 17 წლის იყო, როდესაც გამაჩინა, უკვე 5 წელია ემიგრაციაშია და ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო...“ - რას ჰყვება მარიამ შენგელია

⭕„როგორ ბედავთ ან ვინ გეკითხებათ დამიდგინოთ სად ვიარო, სად ვიმუშაო და ვინ მიყვარდეს?! მიხედეთ თქვენს ცხოვრებას და იქნებ უკეთესად იგრძნოთ თავი“ - თათული  ედიშერაშვილი