ცოტა ხნის წინ მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე და ბიზნესმენი ლაშა მოწონელიძე პირველი შვილის მშობლები გახდნენ.
წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ზუკა დაარქვეს.
საქართველოში დედის დღე 3 მარტია, რუსკა ახალბედა დედაა და ის „ინსტაგრამის“ გამომწერებს ემოციურ პოსტს უზიარებს და დედებს მიმართავს.
„დედებო გილოცავთ, დედის ამპლუაში პირველად ვარ ამ დღეს და რაღაც საოცარი შეგრძნებაა.
ყველაფერი სხვანაირია, თითქოს სხვანაირად ხედავ რაღაცებს, სხვა რაღაცებზე იწყებ ფიქრს, დარდს ნერვიულობას, სხვა რაღაცები გაბედნიერება და განიჭებს სიამოვნებას...
კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ყველა დედა არის გმირი, მიყვარხართ დედიკოებო“, - წერს რუსკა ქარქაშაძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: