
კინოაკადემიის წევრი, დრამატურგი კონსტანტინე ნაკაშიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს კინოაკადემია ავრცელებს.
„საქართველოს კინოაკადემია მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა კინოაკადემიის წევრი, დრამატურგი კონსტანტინე ნაკაშიძე და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
პანაშვიდი: 24 და 25 ნოემბერს.
მისამართი: იოსებიძის 65, მე-2 სადარბაზო, მე-5 სართული.
გამოსვენება კვირას, 26 ნოემბერს, 15 საათზე, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან (შარტავას ქუჩა)“, - წერია სამძიმრის წერილში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის ექსკლუზიური კადრები