Digest Logo

„კითხვა დავსვი და მეჩხუბებიან,რა უბედურება გვჭირს...“ - რატომ აკრიტიკებენ მაკა ჩიჩუას

1621948391
საქართველოს ყოფილი ლედი

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა კითხულობს, თუ რატომ არ დაიშვებიან შორტებით და მოკლე შარვლით, განსხვავებული თმის ვარცხნილობით სახალხო აქციაზე, რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

„შორტებით და მოკლე შარვლით, განსხვავებული თმის ვარცხნილობით და ა.შ. რატომ არ დაიშვებიან სახალხო აქციაზე ხომ არ იცით?“

ამის შემდეგ მაკა ჩიჩუამ კიდევ ერთი სტატუსი დაწერა:

„კითხვა დავსვი და მეჩხუბებიან... რა უბედურება გვჭირს. რეალურად ვნახე და ვუსმინე ადამიანებს, რომლებსაც უთხრეს აქ თქვენი ადგილი არ არისო“, - წერს ჩიჩუა.