„თბილისის საპატიო მოქალაქის“ დაჯილდოების ფარგლებში მსოფლიოში აღიარებული ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია დააჯილდოვეს. გარდა გვასალიასი, თბილისის მერმა კახა კალაძემ კიდევ 19 პირს მიანიჭა საპატიო თბილისელის წოდება.
აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი გამოეხმაურა და გვასალიასთვის მინიჭებული სტატუსი გააპროტესტა.
„დიახ, ძალიან მომწონს დემნამ მოდის სამყარო რომ ააყირავა, დიახ ესაა ზუსტად მისი ნიჭი დაბადებიდან რაც თან დაჰყვა!
ამისთვის პრეზიდენტმა ხომ მისცა ჯილდო? დიახ!
ამაზე რეაქცია არ მქონია, რადგან დიახ, ვთვლი, რომ ასეთ წარმატებულს საზღვარგარეთ, სადაც მოდის მამები ეთაყვანებიან, სამშობლომაც უნდა დაუფასოს ნიჭი და წარმატება! მაგრამ კომისია, რომელიც ავლენს თბილისის კოლორიტებს, ფაქტია, აცდენილია რეალობას, ვინც არ იცით, იცოდეთ ისიც, რომ მერი არ წყვეტს ერთპიროვნულად არც ამ საკითხს, მაგრამ მე ლოგიკური კითხვა მაქვს მეექვსე თაობის თბილისელს ამ კომისიასთან, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ გენაცვალოთ ინგა დეიდა?
ხომ არ შეიძლება ყველაფერი გააუფასუროთ? უამრავი ღირსეული დაჯილდოვდა, მართლა დამსახურებულად და ერთმა შეცდომამ გადაფარა ეს სიხარული და თუ ვინმეს არ გესმით, რატომ აქვს თბილისელების უმრავლესობას ასეთი მძაფრი რეაქცია მის პიროვნებასთან, ახსნასაც აზრი არა აქვს!
სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა! პ.ს. მისი ორიენტაცია საერთოდ არ მაინტერესებს, ეს მისი არჩევანია.
მეტიც, მსოფლიოში ნომერ პირველი მომღერლები ვინც იყვნენ ჰომოსექსუალები, ძალიან მიყვარდა და დღემდე მიყვარს, მაგრამ არის წითელი ხაზი, რომელსაც არასოდეს არ უნდა გადახვიდეთ, ეს საქართველოა და ვერასოდეს, ვერასოდეს მოესწრებით იმას, რომ ეს ღვთის გლახობა ნორმად აქციოთ ჩვენ სამშობლოში!
დიდი მადლობა ყურადღებისთვის!“, - წერს ინგა ბერიკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇