Digest Logo

„კონკრეტული უნარი აღიქვა, იგრძნო და შემოუშვა, როცა ის შენთან არის“ - ლევან შელეგია განმარტავს რა არის ბედნიერება

1792043147
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.

გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც იგი ბედნიერებაზე საუბრობს:

„სად ცხოვრობს ბედნიერება?

ბედნიერებას ხშირად აწმყოსგან შორს ვეძებთ, ბედნიერებისკენ ხშირად მივილტვით, ბედნიერებას ხშირად მომავლის ამარა ვტოვებთ, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, ემოციები უშუალოდ როდის მოქმედებენ ჩვენზე? ანუ სამეცნიერო ენაზე - როდის არის ემოციების აქტუალგენეზი?

⬆️ მომავალში?

⬇️ წარსულში? (მოგონებებს არ ვგულისხმობ) რა თქმა უნდა, არა!.

▶️ ჩვენ ვარსებობთ ახლა და აქ! დანარჩენი ყველაფერი = x რასაკვირველია, უნდა გავაგრძელოთ მომავლის ინტეგრირება ჩვენს ფიქრებსა თუ გეგმებში, მაგრამ არა აწმყოს შეწირვის, გაბათილების ფასად.

ეს არ არის ფილოსოფიური, არამედ სუფთა წყლის ფსიქოლოგიური პოსტი. აწმყოდან გაქცევას თავისი დანიშნულება აქვს ექსტრემალურ შემთხვევებში (ტრავმირება, ომში, კატასტროფებისას, ძალადობისას…).

დანარჩენი, ადამიანი მისი ბუნებით აწმყოშია ყველაზე ცოცხალი, ეფექტური და ცნობიერი, ანუ mindful 💡 შევეცადოთ, არ გამოგვრჩეს ერთი შეხედვით პატარა გამაბედნიერებელი რაღაცები აწმყოში, მაგალითად:

☀️ ცის სილამაზე

☀️ ტკივილის არ შეგრძნება

☀️ გემრიელი ყავა თუ ჩაი

☀️ სარკეში მოწონებული საკუთარი თავი

☀️ შენიანებში და შენნაირებთან ყოფნა

☀️ მეგობრის სითბო

☀️ ოჯახის ალერსი

☀️ საყვარელ საქმეში წინსვლა

☀️ გემრიელი ყველი თუ მარწყვი

☀️ ლამაზი კადრი, პეიზაჟი, მუსიკა

☀️ სასიამოვნო კომპლიმენტი

☀️ საამური შხაპი

☀️ რაღაცის ბოლომდე მიყვანა

☀️ ნანატრი ადგილის, ადამიანის ნახვა

☀️ სიურპრიზი

☀️ სტრესული დღის ბოლოს დივანზე გდება

☀️ ძალიან მაგარი სერიალის ყურება

☀️ შემწვარი კარტოფილი ტყემლით.

ეს სია შეგვიძლია გავხადოთ უსასრული და ეს სია არის მერე ბედნიერება!

ბედნიერება არ არის რომანტიზმის „ლურჯი ყვავილი” (die blaue Blume), რომელიც ვერასდროს გექნება, რადგან მის მოწყვეტამდე რამდენიმე მილიწამით ადრე გვეღვიძება - ვახ, თან სიზმარი ყოფილა. არა! ბედნიერება არის შენი კონკრეტული უნარი და გადაწყვეტილება, ბედნიერება აღიქვა, იგრძნო და შემოუშვა, როცა ის შენთან არის და თუ შენთან არ არის, ესეც დინჯად, ოპტიმისტურად აიტანო“, - წერს ლევან შელეგია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„პასუხისმგებლობა ბევრი იქნება, მოგინდებათ ყველაფრის გაკონტროლება და საკუთარ თავზე აღება“ - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე

⭕„არახელსაყრელია ქორწილი, ფუნდამენტის ჩასხმა, მიწის სამუშაოები“ - 15 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 ოქტომბერს საქართველოში

✕