Digest Logo

„კრიზისი კი იწყება მაშინ, როცა წონასწორობას ვკარგავთ...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

1729844237
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

გიორგი ლობჯანიძე მორიგ საინტერესო პოსტს წერს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გიფიქრიათ რომ ამ ორპოლუსიან სამყაროში ყველაფერი სასწორს ჰგავს?
საინტერესოა, არა? ყველაფერს ორი მხარე აქვს. ერთგვარი ანტაგონიზმი აუცილებლობასაც კი წარმოადგენს წონასწორობისა და მრავალფეროვნებისთვის.
დღე-ღამე, მშვენიერი-უშნო, დიდი-პატარა, მაღალი-დაბალი.
ჰო, ანუ აღმართსაც დაღმართი მოჰყვება. ისევე, როგორც, პირიქით.
ამ მრავალფეროვნებაში, კრიზისები ძალიან ზრდის ადამიანს.
არ არსებობს არცერთი ადამიანი, გუნდი, ორგანიზაცია, ნაკრები, სექტორი და ა.შ. რა საქმეშიც არ უნდა ვიყოთ გარეულები აქ დროის ციკლურ მონაკვეთში სადღაც მაინც დაგეწყება კრიზისი. სულ რომ ასი წელი იდგე ფეხზე, მაინც გექნება ჩავარდნა.
კრიზისი კი იწყება მაშინ, როცა წონასწორობას ვკარგავთ. ბალანსის დაცვისთვის ვვარდებით განსაცდელში. ეს პროცესი იწვევს ტრანსფორმაციას და სერიოზული ზრდისკენ მივდივართ შემდეგ.
ამიტომ, ხან და ხან, ესეც საჭიროა კარგი მომავლისთვის!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ანტონიო კონტე იმედოვნებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ დარჩება

🎥 რატომ ვერ ვგრძნობთ თავს კარგად სახლში? - მიზეზები ფენ-შუის მიხედვით თიკა ქოქაშვილისგან

⭕„კარიერას დაუმარცხებელ მებრძოლად დავასრულებ“- ილია თოფურიას სრული პრესკონფერენცია