„მუხიანში, სადაც საფეხბურთო სტადიონზე 7 მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, ინვესტორმა „კუნთმაგარი" ბიჭები მოიყვანა და ძალისმიერი მეთოდით აპირებდნენ მშენებლობის გაგრძელებას“, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფეისბუკზე დარეგისტრირებული გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.
„დღეს მუხიანში, სადაც საფეხბურთო სტადიონზე 7 მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, ინვესტორმა „კუნთმაგარი" ბიჭები მოიყვანა და ძალისმიერი მეთოდით აპირებდნენ მშენებლობის გაგრძელებას. ბოლო დღეების განმავლობაში არავისგან არ ყოფილა უკუკავშირი და მოსახლეობის გვერდში საჯარო სექტორიდან არავინ დამდგარა.
დღევანდელი ბრძოლაშიც გავიმარჯვეთ და ადგილი განთავისუფლდა. ახლა მოსახლეობა დგას ამ ტერიტორიაზე.
ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, დავიცავთ საფეხბურთო სტადიონს ჩაბეტონებისგან.
მანამდე კვირას, 24 ივლისს 20:00 საათზე გელოდებით ყველას მუხიანში, გობრონიძის 19 ნომერთან! ერთად დავიცვათ მუხიანი. ბრძოლა ბოლომდე“, - წერია განცხადებაში.
მოგვიანებით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტმა გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ მუხიანში ადგილობრივები შეიკრიბნენ და ინვესტორის მიერ გამოგზავნილი ჯგუფი დაშალეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ნახეთ, როგორ მიულოცეს მეგობრებმა ბაბი კირკიტაძეს დაბადების დღე პირდაპირ ეთერში
🔵მაია ასათიანს ფარულმა თაყვანისმცემელმა ყვავილების თაიგული გაუგზავნა - ნახეთ, რას წერს ტელეწამყვანი