ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, უცნაურია, თუ რატომ წავიდა გოგაშვილი უწყების წინააღმდეგ, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად კი მეუფე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სუსის მაღალჩინოსნის მონახულებას გეგმავს.
„ვეცდები, რომ მას შევხვდე და ალბათ ავიღებ, მართლა ავიღებ იმის უფლებას, რომ მოვინახულო და პირადად შევეკითხო: რატომ სოსო, შენ ხომ, მაპატიე და შეგზავნილი არ იყავი. გამაღიზიანა იმან, რომ სადაც იყო, ახლა იწყებს იმ სისტემების მხილებას, მაგას ჩვენებურად შანტაჟი ჰქვია და არ შეიძლება. დღევანდელ პოზიციას ვერ ვიგებ, უცებ ასე როგორ აუჯანყდა, იმ სისტემას რაშიც იყო, რასაც ემსახურებოდა, ასე მგონია ვიღაცამ ძალიან შეუჩხიკინა“, - განაცხადა მეუფე ანტონმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
ცნობისთვის, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.
ასევე დაგაინტერესებთ👇