Digest Logo

„კუნწულიკო, შენი დაბადების დღე გათენდება, სულ გულში ხარ“ - გელა დაიაური გარდაცვლილ ცოლზე

1674805509
გელა დაიაური

მუსიკოსმა და პოეტმა გელა დაიაურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გარდაცვლილ მეუღლეს დაბადების დღე მიულოცა.  

„კუნწულიკო, შენი დაბადების დღე გათენდება... სულ გულში ხარ, სულ... წმინდა ნინოს მადლიანი კალთა გფარავდეთ მანდ...“, - წერს გელა დაიაური.

ცნობისთვის, 2010 წლის 22 ივ­ლისს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა და და­ამ­წუხ­რა მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ - „ჯი­პის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის - 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

და­ი­ღუპ­ნენ პოეტ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე, ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი და პო­ე­ტი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი - დე­მეტ­რე და ჯარ­ჯი, თე­ო­ნას და - ნა­თია, გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და მათი ვაჟი - მა­მუ­კა. სა­უ­ბე­დუ­როდ, დე­მეტ­რე და­ი­ა­უ­რი და მა­მუ­კა არა­ბუ­ლი ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე არ­ღუნ­მა გა­ი­ტა­ცა ვერ იპოვ­ნეს. თვი­თონ გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და და­ი­ა­უ­რე­ბი­სა და არა­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­დარ­ჩნენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🎥 „რა საყვარელი გუნდი ხართ“ - იმედის დილის წამყვანების თამაში რეკლამის დროს

🔵„ეს არის ქვები, რომელიც მშიერმა ძაღლმა შეჭამა. თქვენს მოქნეულ წიხლს თუ იგერიებენ, ნუ გიკვირთ“ - ტასო ლოსაბერიძე

🎥 „უმაგრესი ადამიანი ხარ“ - გივიკო დიდია ამღერდა