ყოფილი „მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელში ყოველთვის ახერხებს, რომ გულშემატკივრები საკუთარი სტილით და ქალურობით მოხიბლოს.
მოდელმა „ფეისბუკზე“ ახალი ფოტოები გაავრცელა, რომელშიც მისი საახალწლო განწყობა იგრძნობა.
კადრებს გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„უმშვენიერესი ხარ“.
„ძალიან მომწონს ეს გოგო“.
„ლამაზი, დახვეწილი, გამორჩეული“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ჯანეტი ტელეწამყვანის ნოე სულაბერიძის მეუღლეა. წყვილს ორი შვილი - ანნა და ლილი ჰყავს.
2019 წლის აპრილში ყველასთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ „მის საქართველო" პროდიუსერ ნოე სულაბერიძეზე დაინიშნა. წყვილი სამოგზაუროდ ევროპაში წავიდა - ისინი ჯერ ავსტრიაში პრესტიჟულ ღონისძიებას დაესწრნენ, შემდეგ კი თაფლობის თვე იტალიაში გაატარეს.
ასევე დაგაინტერესებთ: