ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიის წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა. კვარა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატებში, 19 ფეხბურთელს შორის მოხვდა და საბოლოო სიაში მე-17 ადგილზე გავიდა. საუკეთესოები 2022/23 სეზონში გოლებით და საგოლე გადაცემების მიხედვით შეირჩა.
ქართველი ფეხბურთელის მორიგ წარმატებას სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ნიცა თავაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს წერს.
„ლამაზია ყველა თავდაჯერებული ქალი.
ლამაზია ყველა ბედნიერი ქალი და განსაკუთრებით ლამაზია თუ აქვს ულამაზესი მკერდი, გემრიელი სხეული და საკუთარი არჩევანი, როგორი უნდა იყოს და კიდია თავსმოხვეული კლიშეები.
და ვგიჟდები ლამაზ თითებზე, რომელიც დოინჯების დროს, ყველაზე კარგად ჩანს“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვებიდან - ფოტოები