Digest Logo

🎥 ლეგენდა შავსა და თეთრ არაგვზე - საყვარელი დების ტრაგიკული ამბავი

1724324400
შავი და თეთრი არაგვი

სოციალურ ქსელში თეთრსა და შავ არაგვზე დაკავშირებული საინტერესო ლეგენდა ვრცელდება რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ: 

ფასანაურის დასახლების სიახლოვეს, საქართველოს სამხედრო გზის მიმდებარედ, ორ სხვადასხვა კალაპოტში ორი მდინარე, თეთრი და შავი არაგვი მოედინება. ამის შესახებ ლამაზი, მაგრამ ნაღვლიანი ლეგენდა არსებობს:

მაღალ მთებში ორი და ცხოვრობდა, მათ უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი. ერთს ქერა, მეორეს კი შავი დალალები ჰქონდა.. დები ერთ ლამაზ, მამაცობით განთქმულ რაინდზე იყვნენ გამიჯნურებულნი. რაინდი ქერათმიანზე დაქორწინდა და შავთმიანი, ხელი რომ არ შეეშალა საყვარელი დის ბედნიერებისათვის, ღრმა უფსკრულში გადაეშვა… მისი ცრემლებისგან შავი არაგვი წარმოიშვა. ქერა თმიანი და, რომელიც ვერ შეეგუა დის დაღუპვას, ასევე ხრამში გადაეშვა და მისმა ცრემლებმა თეთრ არაგვს დაუდო სათავე. ორივე მდინარე – თეთრიც და შავიც – როგორც უსაზღვრო სიყვარულის სიმბოლო, ფასანაურის დასახლებასთან შეერთდა.

ჟინვალის დასახლებასთან კი მათ ფშავის არაგვიც უერთდება – ეს სწორედ ის რაინდია, რომელმაც შეიტყო რა დიდი განსაცდელის შესახებ, იმავე უფსკრულში გადაეშვა, რომელშიც დები და თავადაც მდინარედ იქცა…

აგრეთვე დაგაინტერესეთ:

🔵ვის და როგორ შეუძლია უფასოდ მედიკამენტების მიღება?

🔵„ევროკავშირიდან გამოგზავნილ კითხვარში, ერთ-ერთი კითხვა იყო, რამდენ ხანს უძლებს დედაქალაქის მაცხოვრებელი უწყლობას“ - ზაზა წერეთელი

🔵„ამ ბოლო კვირების განმავლობაში ბევრი ადამიანია ავად სასუნთქი გზების ინფექციების სიმპტომებით“ - მაია ბუწაშვილი