წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ქვეყნდება რუკა, სადაც დატანილი ყველა ის ტერიტორია, რომელსაც საქართველო დაიბრუნებს.
„მკითხველთა თხოვნით, კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ რუკას, რომელზედაც ქალბატონმა ლელამ 1995 წელს დაიტანა კოსმოსური ინფორმაცია.
ეს გახლავთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუკა ერთა ლიგის (გაეროს წინამორბედი ორგანიზაცია) მიერ ცნობილ საზღვრებში.
მასზე მონიშნულია საქართველოს დამცავი კოსმოსური ენერგიები, ყველა ის ტერიტორია, რომელთაც ჩვენი ქვეყანა უკან დაიბრუნებს, და ასევე რუსეთის არმიის საქართველოდან გასვლის კურსი (წითელი ხაზებითა და ისრებით).
რუკის უკანა მხარეს დატანილია არაერთი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ხელმოწერა - დასტურად იმისა, რომ ნანახი აქვთ მასზე მონიშნული ინფორმაცია.
დააკვირდით: სად არის დასმული ამ გზაზე ბოლო ისარი.
დიახ, ეს გორთან ახლოს ტერიტორიაა (!), სადამდეც მოვიდა კიდეც რუსული ჯარი 2008 წლის აგვისტოში და საიდანაც დაიწყო უკან, მანამდე დაკავებულ პოზიციებამდე გასვლა.
საბოლოოდ კი რუსული ჯარი ამ პოზიციებსაც დატოვებს და როგორც ქალბატონი ლელა წინასწარმეტყველებს, „უკანმოუხედავად გაიქცევა საქართველოდან საკუთარი საზღვრების დასაცავად“.
მავანთა საყურადღებოდ: ეს რუკა 2008 წლამდე რამდენჯერმე იყო გამოქვეყნებული გაზეთში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“.
ასე რომ, უგუნური ეჭვებისთვის საფუძველი არ არსებობს“, - წერია განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 „ჩემზე მაგარი ბიჭები 33 წლამდე ეახლნენ უფალს“ - რას ამბობს გიორგი გილიგაშვილი