Digest Logo

ლელა კილაძე და გიორგი ცაგარელი საქართველო-თურქეთის მატჩს დაესწრნენ - ფოტოები

1718776418
ლელა კილაძე და გიორგი ცაგარელი

ლელა კილაძე და გიორგი ცაგარელი, გერმანიაში, დორტმუნდში საქართველო-თურქეთის თამაშს დაესწრნენ.

კადრებს სტადიონიდან ლელა კილაძე გვიზიარებს, სადაც მისი რჩეულიც ჩანს.

შეგახსენებთ, რომ წყვილი შვილის მოლოდინშია.

ისინი ოფიციალურად დაქორწინებულები არ არიან, თუმცა საზოგადოებაში, როგორც წყვილი, ხშირად ჩნდებიან.

გიორგი ცაგარელი მანამდე ასევე მუსიკოს ლიზა ბაგრატიონს ხვდებოდა. ისინი რამდენიმე წლის მანძილზე ცხოვრობდნენ ერთად, დაშორების მიზეზებზე კი არ უსაუბრიათ.

ლელა კილაძისთვის ეს მეხუთე შვილია, გიორგი ცაგარელისთვის - პირველი.

ლელა კილაძის ბიოგრაფია

ლელა კილაძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ის თბილისის იმდროინდელი მერის, გიგი უგულავას მეუღლე გახდა. ლელა კი­ლა­ძეს­თან ქორ­წი­ნე­ბა მე­ო­რე იყო გიგი უგუ­ლა­ვას­თვი­საც, მა­საც პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ქა­ლიშ­ვი­ლი, ტასო და თი­ნა­თი­ნი ჰყავს.

ლელა კილაძემ და გიგი უგულავამ ერთმანეთი მერიაში გაიცნეს. ლელა მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. მაშინ ორივეს ჰყავდა ოჯახი და შვილები. გიგის ცოლი თაკო ცაგურია იყო, ლელას ქმარი - ნიკა მაჭარაძე. ლელა კილაძე დიდხანს მალავდა უგულავასთან რომანს და ამის გამო სამუშაოდ სააკაშვილთან გადავიდა. ისინი ერთად ხშირად დადიოდნენ სამოგზაუროდ. ლელა კილაძე ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონა გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ:  

⭕„მადლობა ჩვენს გმირ ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის!ყველაფერი წინ არის!“ - მამუკა მდინარაძე

⭕„მოუთმენლად ველოდებით შემდეგ თამაშს, სადაც გვექნება გამარჯვების და შემდეგ რაუნდში გასვლის შანსი“ - ლაშა დვალი

⭕„შენს ყველა მოგებას მე გულში ვინახავ და როცა აგებ, მე მაინც მიყვარხარ“ - რას წერს დავით გოგიჩაიშვილი