„შეუფასებელია პატრიარქის ღვაწლი ქრისტიანული სამყაროსთვის. ვუსამძიმრებ საქართველოსა და მთელ ქრისტიანულ სამყაროს“, - ამის შესახებ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონმა ლევან საგინაშვილმა განაცხადა.
„ის იყო ჩვენი სულიერი მამა, ამ ქვეყნად გვაძლიერებდა და დარწმუნებული ვარ, ახლა იმ ქვეყნიდან ილოცებს ჩვენთვის. მადლობა მას ყველაფრისთვის“, - აღნიშნა საგინაშვილმა.
სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესისთვის პატივის მისაგებად მისული მოქალაქეების რიგი არ წყდება. ისინი ილია მეორის ფასდაუდებელ ღვაწლს უსვამენ ხაზს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე ტაძარში ყოველდღიურად მიდიან: პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოსახლეობისთვის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით