28 მაისს მსახიობ ნინო მუმლაძის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა - ის ნანატრი შვილის, პატარა ბიჭის დედა გახდა. როგორც თავად ამბობს, ამ ბედნიერებას ენით ვერ გადმოსცემს და ის განცდა, როცა მან პირველად დაინახა თავისი პატარა, მთელი ცხოვრება გაჰყვება.
პატარას სახელის შერჩევაზე ნინო და მისი მეუღლე მთელი ცხრა თვე ფიქრობდნენ და საბოლოო ჯამში, უცხო სახელი შეურჩიეს – რონი, რომელიც როგორც გაირკვა, საქართველოში არა, მაგრამ უცხოეთის ბევრ ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია და ბევრს ჰქვია.
ამჯერად ნინომ სოციალურ ქსელში პატარა რონისთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
„ლომის ბოკვერი“, - წერს ნინო მუმლაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ლამაზებო და ბრჭყვიალებო“ - ლიკა ევგენიძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს