
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი SINOVAC-ის ვაქცინის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, SINOVAC-ით 2 დოზით ვაქცინირება და ანტისხეულების გამომუშავება შედარებით ნაკლებ დროში ხდება.
„მნიშვნელოვანი ინფორმაცია SINOVAC-ის ვაქცინის შესახებ:
ჩინური წარმოების (Sinovac Life Sciences Co., Ltd) ვაქცინის ადმინისტრირების პერიოდი საშუალოდ 14 დღეა.
რაც იმას ნიშნავს, რომ 2 დოზით ვაქცინირება და ანტისხეულების გამომუშავება შედარებით ნაკლებ დროში ხდება.
„სინოვაკის“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 2021 წლის პირველ ივნისს მიენიჭა.
ვაქცინა ავტორიზებულია 39 ქვეყნის მიერ, მათ შორის: ბრაზილია, თურქეთი, ურუგვაი, ნეპალი, მექსიკა და სხვა.
სინოვაკის ვაქცინა 85 - 100% 100%-ით იცავს დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისა და ჰოსპიტალიზაციისაგან“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მთელ მსოფლიოში აცრა აფრინდა, ყაბარდოს ველი გადაიარა...“ - რას იტყოდნენ აცრაზე მწერლები