მსახიობი ნინო მუმლაძე, რომელიც მარტოხელა დედაა, დეკრეტიდან გასვლის შემდეგ ერთდროულად რამდენიმე თეატრში მუშაობს. მისი შვილი, პატარა რონი, მსახიობის დედისა და დეიდის დახმარებით იზრდება.
როგორც თავად ნინო აღნიშნავს, მას წონის პრობლემა აქვს და მშობიარობის შემდეგ არაერთი ხერხის გამოყენების მიუხედავად, კილოგრამებს ვერ იკლებს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ კლინიკასთან კონკრეტული პროცედურის ჩატარების სანაცვლოდ რეკლამა გაეკეთებინა მათთვის, თუმცა აი, რა გადახდა შეხვედრაზე მისულ მსახიობს:
„მშობიარობის შემდეგ ძალიან მიჭირს წონის დაკლება, ბევრი ხერხი ვცადე, მაგრამ ვერ დავიკელი. გადავწყვიტე, რადიკალურ ხერხებს მივმართო. გარკვეული მიზეზების გამო ბარიატრიას ვერ გავიკეთებ, მაგრამ აღმოვაჩინე ერთი მეთოდი საქართველოს ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც ბევრად უმტკივნეულო, დამზოგველი პროცედურაა.
მონაცემების მიხედვით, მივხვდი, რომ სწორედ ეს არის ის, რაც ამ ეტაპზე მჭირდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს პატარა ოპერაცია 17 000 ღირს, გადავწყვიტე კლინიკას დავკავშირებოდი და შევთავაზე ბარტერი.
როდესაც ამ კლინიკის წარმომადგენელს შევხვდი, უცნაური იყო მისი დამოკიდებულება, ვითომ არ იცის ვინ ვარ, თუ რაღაც ასეთი. ვუთხარი ჩემი იდეა და პასუხად ამ ადამიანისგან მივიღე ის, რომ შეუძლიათ ძალიან პატარა ფასდაკლება გამიკეთონ. მაჩვენა, რომ ჩემი ფასი ნულის ფასია, რადგან ინსტაგრამზე ცოტა გამომწერი მყავს“, - ამბობს ნინო მუმლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: