Digest Logo

„მადლიერი ვარ ყოველი დღის, ყოველი გამოცდილების და ყოველი ადამიანის, ვინც ჩემს გზაზე შემხვედრია“ - ია ჩანტლაძე იუბილარია

1782202021
ია ჩანტლაძე

ია ჩანტლაძე ქართველი მომღერალია, რომელიც სცენაზე ბავშვობიდან (10–12 წლის ასაკიდან) დგას. ის ცნობილია თავისი მუსიკალური კარიერით, მათ შორის ანსამბლ „ივერიაში“ მონაწილეობით. იგი დღეს, 23 ივნისს იუბილარია, ამ დღესთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა:

„დღეს ჩემი დაბადების დღეა.  

ყოველი წელი ჩემთვის ცხოვრების კიდევ ერთი სასწაული და დიდი მადლია. მადლიერი ვარ ყოველი დღის, ყოველი გამოცდილების და ყოველი ადამიანის, ვინც ჩემს გზაზე შემხვედრია.

განსაკუთრებით მადლიერი ვარ ჩემი შვილების, მათ მასწავლეს სიყვარული ისეთი სიღრმით, როგორიც მანამდე არ ვიცოდი და მათთან ერთად უფრო სრულყოფილ ადამიანად ვიქეცი.  

მადლიერი ვარ ჩემი მეგობრების, საყვარელი ადამიანების და იმ ადამიანებისაც, რომლებმაც გამოწვევები მომიტანეს. თითოეულმა მათგანმა თავისი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში და რაღაც მნიშვნელოვანი მასწავლა.

ცხოვრების ძალიან საინტერესო ეტაპზე ვარ — შექმნის, შენების, ზრდისა და ტკბობის ეტაპზე. და მიხარია, რომ ამ გზის და იმ ლამაზი ამბების, რომლებიც წინ მელის, მოწმეები თქვენც მალე გახდებით.  

მიყვარს ჩემი დაბადების დღე. მიყვარს ეს დღე, რადგან კიდევ ერთხელ მახსენებს, რამდენად ძვირფასია სიცოცხლე, ადამიანები და სიყვარული.

და დღეს მიღებული ყოველი თბილი სიტყვა გულს მიხარებს. მადლობა, რომ ხართ“, - წერს ია ჩანტლაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

​დუა ლიპამ კალუმ ტერნერთან ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა👰❤️🤵

„სახლიდან გავიდა ღამის სამ საათზე, გაბრაზებული იყო, გამორთული აქვს ტელეფონი“ - თბილისში 55 წლამდე ქალს ეძებენ

🧠რას ნიშნავს ბავშვობისდროინდელი ტრავმის „დამუშავება“? - ფსიქოლოგის განმარტება