ინტერნეტში 30 წლის პოპვარსკვლავის, დუა ლიპასა და 36 წლის მსახიობის, კალუმ ტერნერის ქორწილის პირველი ფოტოები გავრცელდა.
ქორწილი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა.
თავდაპირველად, 31 მაისს, ლონდონის ძველ მერიაში შედგა ხელმოწერის ცერემონია, რომელსაც ახალდაქორწინებულების მხოლოდ ყველაზე ახლობელი ადამიანები დაესწრნენ.
ერთი კვირის შემდეგ შეყვარებულები იტალიაში გაემგზავრნენ, სადაც კუნძულ სიცილიაზე, ბაგერიაში მდებარე ვილა ვალგუარნერაში გრანდიოზული წვეულება გაიმართა. მომღერალმა ზეიმის ამსახველი კადრები Instagram-ზე გამოაქვეყნა.
„მისტერი და მისის“, - ასე დაასათაურა ფოტოები მომღერალმა, რომელსაც ეცვა ბუმბულებითა და კრისტალებით გაფორმებული, ზურგმოშიშვლებული კაბა გრძელი შლეიფით და ნაქარგი თავსაბურავი.
კაბა Chanel-ის კრეატიულმა დირექტორმა, მატიე ბლაზიმ შექმნა.



ასევე დაგაინტერესებთ:
🧠რას ნიშნავს ბავშვობისდროინდელი ტრავმის „დამუშავება“? - ფსიქოლოგის განმარტება