თბილისში 55 წლის ირმა კოდუას ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგული ქალის დისშვილი ავრცელებს.
მისი ცნობით, ქალმა ბოლო კომუნიკაციის დროს ოჯახის წევრებს უთხრა, რომ თბილისის ზღვაზე იმყოფებოდა:
„ვეძებ დეიდაჩემს, რომელიც სახლიდან გავიდა ღამის სამ საათზე, გაბრაზებული იყო, გამორთული აქვს ტელეფონი, ბოლო კომუნიკაციისას თქვა, რომ თბილისის ზღვაზე იმყოფებოდა.
7 საათია გასული და პოლიცია 24 საათამდე არ ეძებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაღაც უჭირს და იქნებ ვინმემ ნახეთ.
სახელი - ირმა.
აქვს ქერა თმა, ეცვა ტყავის ქურთუკი, ვარდისფერი ზედა (ფოტოზე რაც არის), შავი სპორტული შარვალი, არის დაახლოებით 1.50-1.55 სმ.
გთხოვთ, იქნებ ვინმემ შეამჩნიეთ.
დამიკავშირდით - 571227212“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🧠რას ნიშნავს ბავშვობისდროინდელი ტრავმის „დამუშავება“? - ფსიქოლოგის განმარტება