მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მან 2 დღის წინ ქუჩაში საფულე დაკარგა. ბევრი ძებნის შემდეგ დაკარგული ნივთი დაიბრუნა, თუმცა სოლიდური თანხა ადგილზე აღარ დახვდა, თუმცა ხელშეუხებელი დახვდა მისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული ნივთები.
„ყველა მოვლენას აქვს დადებითი მხარე...
2 დღის წინ ქუჩაში საფულე ამომივარდა..
შემდეგ ბევრი ვეძებე და როცა ვიპოვე, შიგნით ყველა ნივთი დამხვდა, გარდა სოლიდური თანხისა, რომელიც მანქანის გამოსაცვლელად მქონდა გადადებული..
საგულდაგულოდ ჰქონდა ამ ადამიანს ყველა ნივთი გადახარისხებული და დაბინავებული საფულის სხვადასხვა ჯიბეში. ამ ნივთებში აღმოვაჩინე ის, რასაც ფოტოზე ხედავთ(საერთოდ არ მახსოვდა) დედაჩემის, მაიკოს და ჩემი პატარა დაიკოს ფოტოები.
მაიკოს სასიყვარულო წერილი და ლექსი ძმობაზე, რომელიც მაშინ დავწერე, როცა საქართველოდან საკმაოდ შორს ვცხოვრობდი.
მოკლედ, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული, ოჯახი და ნამდვილი მეგობრობაა.
დიდი მადლობა ადამიანო, რომ ჩემი საფულის ყველაზე მიუდგომელ ჯიბეში ჩაძვერი და კიდევ ერთხელ შემახსენე ადამიანობის მთავარი ღირებულება!“, - წერს ანდრია გველესიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵სოფელ ბოლაჯურში 43 წლის ქალს ყირიმ–კონგო დაუდასტურდა
🔵წყალტუბოში მამამ შვილთან კამათისას სანადირო თოფიდან გაისროლა და შემთხვევით მეორე შვილი დაჭრა
🎥 „მეფე ნარიმანი“ მრევლს ფიზიკურად გაუსწორდა - შოკის მომგვრელი კადრები