ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია. განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც გამოძიების დეტალებზე ისაუბრა.
როგორც გიორგი მიქაიამ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურამ გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.
პროკურატურის ამ გადაწყვეტილების ეხმაურება ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე, რომელიც სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამას ვითხოვ!!!!
ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!!“, - წერს იზა ომაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნებისმიერი წამოწყება იძლევა წარმატების დიდ შანსებს“ - 17 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕🎥 შორენა ბეგაშვილმა ნიშნობის შემდეგ ძვირად ღირებული საჩუქრები მიიღო - რა კადრებს გვიზიარებს მოდელი