Digest Logo

„მადლობა რომ წაქცევისთვის არ გამიმეტე, არ გამწირე, პოეტის უწმინდესი სახელისთვის თვალი გამასწორებინე“ - ტარიელ ხარხელაურის ცოლი იუბილარია

1731663693
ტარლელ ხარხელაური

ყველასათვის საყვარელი პოეტი, ტარიელ ხარხელაური რომელსაც წლების წინ 23 წლის შვილი მოუკლეს, სოციალურ ქსელში  მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს და მას ემოციურ სიტყვებს უძღვნის. 

პოეტი ცოლს გამბედაობისათვის, გაუტეხლობისათვის, თანადგომისათვის მადლობას უხდის.

„ჩემო მარიკა!

ნოემბერია...

ამ თვისადმი გამორჩეული გრძნობა მაქვს, განსხვავებული ხალისი...

15 ნოემბერი შენი დაბადების დღეა! მადლობა უფალს, რომ პოეტის მეუღლეობის უმძიმესი ტვირთისთვის შენ გაგიმეტა, რათა პოეზიისთვის იოლად გასავლელი გზები არ მეძებნა, არ დავბნეულიყავი, დროის საწურთვნად არ ვქცეულიყავი...

მადლობა გამბედაობისათვის, გაუტეხლობისათვის, თანადგომისათვის, უცნაური სიყვარულისათვის...
მადლობა რომ წაქცევისთვის არ გამიმეტე, არ გამწირე, პოეტის უწმინდესი სახელისთვის თვალი გამასწორებინე, პოეზიისთვის არ მაღალატებინე.

მადლობა, რომ ჩემი ხალხის დაუყვედრებელი სიყვარულით მატარებ ამ აბდაუბდა წუთისოფელში..“, - წერს ტარიელ ხარხელაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თავისუფალი ვარ, ძროხის მოწველაც ვიცი, ცხენებიც მიყვარს, ყველის გაკეთებაც“ - რას ჰყვება ია დათუკიშვილი, რომელსაც სოცქსელებში „კუკუშათი“ იცნობენ

🎥 „ძალიან გაუმართლა გიორგის მე რომ ვყავარ“ - ნახეთ რა კერძები მოუმზადა ქმარს მია მაჩაბელმა

ვინ იყო პოლიციელი, რომელიც თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახის კომენტარი