
მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად გვიზიარებს ოჯახურ კადრებს, საკუთარ შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხზე.
ამჯერად მან საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას მადლობა საჯაროდ გადაუხადა მათი მუშაობისთვის:
„კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას და მის წევრებს, რომლებმაც ნათლად დაგვანახვეს რა კაციჭამიების ხელში იყო უახლოეს წარსულში ჩვენი ქვეყანა…
მადლობა გოგა ხაინდრავას, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ და „ნაცჯალათებთან“ კომპრომისზე არასდროს წასულა, მას არც მაშინ მივუტოვებივართ, როცა ახალგაზრდები ქუჩაში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას ვაპროტესტებდით, ის ყოველთვის ამხელდა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმს.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობს და საზოგადოებას სიმართლეს ეუბნება!
ასევე მადლობა ბატონ სოზარ სუბარს, რომელიც ჯერ კიდევ სახალხო დამცველი იყო, როცა რეჟიმის მხილება დაიწყო, რასაც იმ დროს განსაკუთრებული გამბედაობა და მამაცობა სჭირდებოდა!“, - წერს ზურა ხაჩიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ორი წელიწადი ვერ გამოვედი მდგომარეობიდან, თითქოს აზრი არ ჰქონდა არაფერს...“ - რას ჰყვება ანი კეკუა