Digest Logo

„ორი წელიწადი ვერ გამოვედი მდგომარეობიდან, თითქოს აზრი არ ჰქონდა არაფერს...“ - რას ჰყვება ანი კეკუა

1743160784
ანი კეკუა

მომღერალი და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცამეტე სეზონის ფინალისტი ანი კეკუა ჟურნალ „თბილისელებთან“ მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდზე საუბრობს, როცა მას დედა გარდაეცვალა.

როგორც იგი აღნიშნავს, ამ ამბის შემდეგ ძალიან გაუჭირდა ცხოვრება და 2 წელი მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა.

„დედის იმქვეყნად წასვლის შემდეგ ძალიან გამიჭირდა მის გარეშე. ის იყო ადამიანი, რომელიც მაკვალიანებდა, მიმართულებას მაძლევდა, ჩემი მამოტივირებელი იყო, მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა, სულ ფორმაში ვყავდი და პირველი იყო, ვისაც აზრს ვეკითხებოდი. დედა წარმოშობით ბერძენი იყო, პირდაპირი ხასიათის და მეც მისი ხასიათი გამომყვა.

ორი წელიწადი ვერ გამოვედი მდგომარეობიდან, თითქოს აზრი არ ჰქონდა არაფერს, ყველაზე მეტად ვინც მიყვარდა, მამოძრავებელი ძალა წამერთვა. დედის გარდაცვალების შემდეგ უმწეობის შეგრძნება დამეუფლა.

თითქოს ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი, მაგრამ რაც დედა აღარ არის, ბევრად გამირთულდა ყველაფერი.

მივხვდი, მანამდეც ვიყავი დამოუკიდებელი, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ შევიგრძენი, რა არის ნამდვილი დამოუკიდებლობა. დედა რომ გარდაიცვალა, მივხვდი, იმ წამს გავიზარდე. ჩემ გვერდით აღარ არის ადამიანი, ვისაც შემიძლია, გული გადავუშალო ძალიან მენატრება...“, - ამბობს ანი კეკუა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ვიდრე ამ პროექტში მონაწილეობას მივიღებდი, უკვე დაკლებული მქონდა 20 კილოგრამი და ფორმაში ვიყავი“ - ანი კეკუა

🎥 როგორი ადამიანი ხარ დაბადების რიცხვის მიხედვით?! - „იდეალური მეგობრები და ძალიან კარგი პარტნიორები არიან“

⭕რომელი დღეები იქნება აპრილში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, სიფრთხილე გამოვიჩინოთ - თარიღები მთვარის კალენდრის მიხედვით