Digest Logo

🎥 „მადლობა სიყვარულისთვის, გვერდში დგომისთვის და მეგობრობისთვის“ - ნუცა ქავთარაძე მეუღლეს იუბილეს ულოცავს

1794593409
ნუცა ქავთარაძე

დღეს, 13 ნოემბერს ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი იუბილარია. იგი, 46 წლის გახდა.

მას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში მეუღლე, ასევე ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.

ცოლი ქმარს სიყვარულისთვის, გვერდში დგომისთვის და მეგობრობისთვის მადლობას უხდის:

„I really do🤍 რა ბედნიებაა რომ დაიბადე და თან ჩემთვის❤️😍

მიყვარხარ! მადლობა სიყვარულისთვის, გვერდში დგომისთვის და მეგობრობისთვის❤️

პატარა რეტროსპექტივა გამომივიდა“, - წერს ნუცა ქავთარაძე.

შეგახსენებთ, რომ ნუცა ქავთარაძეს და აჩიკო სოლოღაშვილს ერთი შვილი ალექსანდრე ჰყავთ. 

წყვილმა ერთმანეთი წლების წინ გაიცნო. როგორც არჩილი მოგვიანებით ინტერვიუში იხსენებდა, ნუცა პირველად თეატრის ეზოში, პრესკონფერენციის დროს დაინახა, სადაც ჟურნალისტებიც იყვნენ დაბარებულები.  ნუცა ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის - გოგი ქავთარაძის შვილიშვილია.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nutsa Kavtaradze (@nutsa.kavtaradze)

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი უსაყვარლესი...“ - მანიკა ასათიანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

⭕საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება

🎥 „ქვეყანას პოლიტიკური მოკავშირეები გაუჩნდება, რაც ეკონომიკაზე აისახება“ - 2027 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი მარიამ შუკაკიძისგან

✕