მოდელი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი გამომწერებს ხშირად უზიარებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, დახვეწილ ლუქებსა და თავის მოვლის ყოველდღიურ რუტინას. მოდელი წლების მატებასთან ერთად აქტუალობას არ კარგავს - მეტიც, ბევრი ადამიანისთვის ის სტილისა და მოტივაციის ნამდვილ წყაროს წარმოადგენს.
18 მაისს სალომე ღვინიაშვილი იუბილარი იყო. იგი 42 წლის გახდა და დაბადების დღე მეგობრების გარემოცვაში, გრანდიოზულად აღნიშნა.
ამჯერად, იგი სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას მადლობას უხდის, კეთილი სურვილებისთვის და მილოცვისთვის.
„ყველას ძალიან დიდი მადლობა მოლოცვებისთვის, თბილი სიტყვების და კეთილი სურვილებისთვის!
ძალიან გამიხარდა თითოეული თქვენგანის ყურადღება და სიყვარული!“, - წერს სალომე ღვინიაშვილი.