Digest Logo

„მადლობა თქვენი ჩემდამი ნდობისა და კეთილგანწყობისთვის!“ - თეა წულუკიანი ლიკა კაჭარავას ემშვიდობება

1777754740
თეა წულუკიანი

2 მაისს პოეტის, მხატვარის, ესეისტისა და არტ-კრიტიკოსის კარლო კაჭარავას და ლიკა კაჭარავა გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და გარდაცვლილს ნდობისა და კეთილგანწყობისთვის მადლობა გადაუხადა:

„5 წლის წინ... სტუმრად შესანიშნავ ლიკა კაჭარავასთან, რომლის გარდაცვალება არა მხოლოდ მისი, კარლო კაჭარავას მეორედ გარდაცვალებაცაა ჩემთვის.

ყველა გარდაცვლილ ხელოვანს მისცეს ღმერთმა ისეთი ერთგული, ერუდირებული, მშრომელი და გემოვნებიანი პატრონი, როგორიც ლიკა კაჭარავა იყო თავისი ძმის დიდი შემოქმედებისათვის.

ძალიან სამწუხაროა, ძალიან დასანანია... მადლობა, ქალბატონო ლიკა, თქვენი ჩემდამი ნდობისა და კეთილგანწყობისათვის!“, - წერს თეა წულუკიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„არახელსაყრელია მკურნალობის, სწავლის, მშენებლობის, მოგზაურობის დაწყება“ - 3 მაისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

🎥 ზოდიაქოს რომელ ნიშანს გაუმართლებს მაისში ყველაზე მეტად? „სიყვარულის, რომანტიკის, რწმენისა და იმედის დაბრუნების თვე“

„დარჩება სტატისტიკურ საშუალო მაჩვენებლებთან ახლოს, რაც სეზონისთვის დამახასიათებელ სითბოს ვერ უზრუნველყოფს“ - კობა ფარტენაძე მაისის ამინდის პროგნოზს გვაცნობს