Digest Logo

🎥 „მადლობა უფალს ასეთი საჩუქრისთვის“ - როგორ მიულოცა მალხაზ ქვრივიშვილს ცოლმა დაბადების დღე

1755269172
თუნა ფეიქრიშვილ

მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილის პირადი ცხოვრება ყოველთვის იწვევდა საზოგადოების ინტერესს, რადგან მისი სასიყვარულო ურთიერთობები და ოჯახები ხშირად იცვლიდა ფორმას. მსახიობმა მალხაზ ქვრივიშვილმა ოჯახი სამჯერ შექმნა, მისი ორი ქორ­წი­ნე­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

რამდენიმე უიღბლო ქორწინების შემდეგ მალხაზს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ოჯახი აღარ შეექმნა, მაგრამ, როდესაც ყველაზე ნაკლებად ფიქრობდა სიყვარულზე, დიდი გრძნობა სწორედ მაშინ ეწვია. ქალი, რომელმაც აზრი შეაცვლევინა, ხათუნა ფეიქრიშვილი გახლავთ.

სწორედ ხათუნამ მოუწყო მსახიობს დაბადების დღეზე სიურპრიზი და საყვარელი კაცი ტორტით გაახარა:

„ჩემ ყველაზე კეთილს, საყვარელს და ადამიანს გაუმარჯოს.

მადლობა უფალს ასეთი საჩუქრისთვის“, - წერს თუნა ფეიქრიშვილი. 

„დაიჯესტი“ არქივიდან წყვილის ინტერვიუს გთავაზობთ:

„არ მეგონა, ცოლს კიდევ თუ მოვიყვანდი. ცხოვრებაში სულ სხვა მიზნები და გეგმები მქონდა, ბავშვებსა და ჩემს საქმეებზე ვიყავი გადართული. ბოლო წლებში ძალიან ჩაკეტილი ვიყავი. ჩემს პროფესიასა და პირად ცხოვრებაში იმედგაცრუებები ერთდროულად იყო. ამხელა პაუზის შემდეგ იმდენად კარგად შემოვიდა ხათო ჩემს სულში, რომ ცხოვრება ყველანაირად უკეთესობისკენ შეცვალა. ვთვლი, რომ ქალი ქმნის მამაკაცს. ხათუნა ძალიან თბილი, ყურადღებიანი, მოსიყვარულეა. უკონფლიქტოა, დაძაბული სიტუაციები არ უყვარს. ასეთი ადამიანები მხოლოდ ჩემს ფანტაზიაში არსებობდნენ და მეგონა, ცხოვრებაში ვერ შევხვდებოდი“, - ამბობდა მალხაზ ქვრივიშვილი მესამე ქორწინების შემდეგ.

ხათუნა: „ერთი წლის განმავლობაში მეგობრები ვიყავით. რა თქმა უნდა, ორივე ვხვდებოდით, რომ ეს ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი იყო, მაგრამ მალხაზი ინიციატივას არ იჩენდა. ერთმანეთს ყველაფერს ვუზიარებდით, ბევრს ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა, გავგიჟდი მის იუმორის გრძნობაზე“.

ასევე დაგაინტერესებთ:

გიორგი შოშიტაშვილი ახალდაბადებული შვილის უახლეს ფოტოს აქვეყნებს

„კუჭის ბარიატრიული ოპერაციით გარდაიცვალა“ - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც აგვისტოს ბოლომდე იღბალს „კუდით დაიჭერენ“