Digest Logo

„მადლობა უთხარი უფალს ყოველდღე იმისათვის, რაც დღეს გაქვს...“ - ამერიკაში მცხოვრები მილიონერი ძმები გამომწერებს საკუთარი წარმატების ფორმულას უზიარებენ

1756888689
გიო და შაკო ხიზანიშვილები

Georgian Brothers - ასე ჰქვია „იუთუბის“ არხს, სადაც ამერიკაში მცხოვრები ძმები, გიო და შაკო ხიზანიშვილები პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებენ.

ძმები ხიზანიშვილები მილიონერები არიან, მათ ძვირად ღირებული მანქანები აქვთ, მოგზაურობენ სხვადასხვა ადგილებში და ისვენებენ ფეშენებელურ სასტუმროებში.

ამჯერად ისინი „ინსტაგრამზე“ ერთობლივ პოსტს აქვეყნებენ, სადაც გამომწერებს სამოტივაციო, საკუთარი წარმატების ფორმულას უზიარებენ:

„ყოველთვის დაისახე მიზნები! ჩვენ ორივეს გვქონდა და გვაქვს მიზნები რომლებსაც მივაღწიეთ და გვინდა მიღწევა; გაგიზიარებთ ჩვენს მიზნებს რომლებსაც მივაღწიეთ და გვინდა რომ მივაღწიოთ:

1. გვინდა რომ ცხოვრებით ვისიამოვნოთ, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ხომ ზუსტად მაგისთვის ვშრომობთ?!
2. გვინდა რომ ფიზიკურად, მენტალურად და ფსიქოლოგიურად კარგად ვიყოთ
3. გვინდოდა რომ $1,000,000 1 წელიწადში გაგვეკეთებინა
4. გვინდოდა რომ გვყოლოდა ლამბორგინი
5. გვინდოდა რომ გვეყიდა სახლები
6. გვინდა რომ ჩვენი ოჯახი ყოველთვის ახლოს და ჯანმრთელად გვყავდეს
7. გვინდოდა რომ ფინანსურად თავისუფლები ვყოფილიყავით
8. გვინდოდა რომ გვემოგზაურა როგორც და სადაც გვინდოდა
9. გვინდოდა რომ მაღაზიაში/რესტორანში ისე გვეყიდა რამ რომ ფასისთვის არ შეგვეხედა
10. გვინდა რომ ცხოველების თავშესაფარი ავაშენოთ
11. გვინდოდა რომ უმაღლესი განათლება მიგვეღო

ძალიან ბევრი რამ გვქონდა და გვაქვს მიზნად. რომ გავაგრძელოთ ჩამოწერა შეიძლება ამ პოსტში არ დაეტიოს. ამიტომ რისი თქმაც გვინდოდა ამ პოსტიდან არის რომ, არასდროს არ დაგეზაროს შრომა და ყოველთვის გჯეროდეს შენი თავის. ყოველთვის დაისახე მიზნები რათა იცოდე რისთვის შრომობ და წვალობ. მადლობა უთხარი უფალს ყოველდღე იმისათვის, რაც დღეს გაქვს, რადგან ხვალინდელი დღე უფრო წარმატებული და ბედნიერი გექნება“, - წერენ ძმები სოციალურ ქსელში.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Georgian Brothers (@georgianbrothers)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვცდილობ რთული გზა გავიარო საკუთარი პატიოსანი შრომით...“ - გაიცანით 20 წლის ძიუდოს მწვრთნელი დიდი მიზნებით

🎥 „ბენიც გაქართველდა და მეც გავამერიკელდი, ახლა ოქროს შუალედში ვართ“ - ნუკი კოშკელიშვილი

⭕„ჩემი სიცოცხლე ბიჭი 4 წლის გახდა, მართალია მისი ბებია ვარ, მაგრამ რომ შეეკითხები მაკა ვინ არის შენიო, ძალიან თამამად და ამაყად გიპასუხებს „ჩემი დაიკოო“ - მაკა ზამბახიძე