
კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მან ვოკალის საკუთარი სტუდია გახსნა და დღეიდან სწავლა ოფიციალურად დაიწყო.
გახსნის ცერემონიას ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. ფოტოებში, რომელიც მაიკომ სოციალურ ქსელში გაავრცელა, ჩანს ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, მერაბ სეფაშვილი, მარკუს მეტრეველი და სხვა:
„ჩემი ვოკალური სტუდია გახსნილად გამომიცხადებია ❤️
ორშაბათიდან ვიწყებთ სწავლას.
წარმატებები ჩვენ! ❤️
მადლობა ყველას, ვინც მოვიდა და დამაფასა“, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ლომ შანის ახალი საცხოვრებელი აქვს - მისი ნახვა თბილისის ზოოპარკში უკვე შესაძლებელია