სტიქიის ზონაში, ბაღდადის მუნიციპალიტეტში მე-9 ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ „დაიჯესტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
ინფორმაციისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, სტიქიის ეპიცენტრში, შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებით და დრონებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა სამძებრო სამუშაოებს.
ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფი.
სამაშველო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ცოტა მშურს კიდეც შენი, ამ ასაკში რომ მოახერხე საკუთარ თავად ყოფნა“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მარიამ გულედანზე