Digest Logo

მაღალი შფოთვის დონე ბავშვებში: რა ახდენს გავლენას და რა უწყობს ხელს, მშფოთვარე ბავშვის ჩამოყალიბებას

1790955109
მშფოთვარე ბავშვი

❗️რას ვამბობთ და როგორ მოქმედებს ეს ბავშვზე? პირველი ფაქტორი - ჰიპერმზრუნველობა!

❌ნუ დარბიხარ, დაეცემი!

❌ჭუჭყია ირგვლივ, ნუ ადებ ხელს, ბაქტერიებია!

❌ძაღლს ნუ ეფერები- გიკბენს!

❌ნუ ძვრები მაღლა, ფეხს მოიტეხ!

❗️როგორ მუშაობს ეს ფრაზები რეალურად და რა გავლენა აქვს ბავშვზე?

ბავშვი ამ ფრაზებიდან იგებს და იღებს შემდეგ შეტყობინებას:

💬 „ყველაფერი ჩემს ირგვლივ საშიშია და საფრთხის შემცველი!”

💬 „მე სუსტი და დაუცველი ვარ!”

💬„ უფროსის დახმარების გარეშე ვერაფერს შევძლებ!”.

შემდეგი განმაპირობებელი - მშობელი ითხოვს სრულყოფილებას და არ იღებს ბავშვის შეცდომებს.

❗️ ბავშვი სკოლაში იღებს 8ქულას, მშობელი კი ეუბნება:„და 10 რატომ არა? ან ბავშვის ნახატზე, მაშინვე აღნიშნავს იმას, თუ რა არ მოგეწონა! როგორ მუშაობს ეს? აი, ასე⤵️

⚠️ბავშვის ფიქრები ამ დროს:

❌ „მე ვუყვარვართ მხოლოდ ჩემი მიღწევების და შედეგების გამო!"

❌„შეცდომის დაშვება- კატასტროფაა!"

💯მომავალში კი, ეს ყველაფერი გარდაიქმნება ისეთ ყოვლისმომცველ და მაპარალიზებელ შიშად, რასაც ჰქვია - შეცდომის დაშვების შიში! მშობელი ბავშვის ნაცვლად აგვარებს მის პრობლემებს.

❗️ რას აკეთებს მშობელი?

❌თავად უკრავს თასმებს, 10 წლის ასაკშიც!

❌თანატლებთან კონფლიქტს თავად უგვარებს!

❌უწერს საშინაო დავალებას, მაშინაც კი, როდესაც ბავშვს პირველი მცდელობით არ გამოუვიდა“.

ეს მუშაობს ასე⤵️

💯ბავშვს არ უყალიბდება უნარი, დაბრკოლებების დამოუკებლად გადალახვის! ბავშვს არა აქვს საკუთარი გამოცდილება, რაც ცდის და შეცდომის გზით ან წარმატებული შედეგის მიღებით ყალიბდება. შედეგად რას ვიღებთ❓❗️

📣ბავშვს, მოზარდს, ახალგაზრდას, რომელიც ყოველ ახალ გამოწვევას უყურებს შიშით, შფოთვით და როგორც წესი, არ დგამს ნაბიჯს წინ! მშობელი არ აძლევს ბავშვს საშუალებას, ნეგატიური ემოციების განცდის.

❗️ როდესაც ტირის, ბრაზობს ან ეშინია ბავშვს, რას ეუბნება მშობელი? „ნუ ტირი! კარგი რა, ისეთი არც არაფერი მომხდარა, რისი შეგეშინდა?! ბიჭებს საერთოდაც არ ეშინიაათ არაფრის! სისულელეებს ნუ იგონებ ახლა და დამშვიდდი! და ა.შ.

ეს როგორ მოქმედებს❓⤵️

💯ემოციების აკრძალვა, მათ კი არ ანეიტრალებს, არამედ, ძალიან უშლის ხელს ბავშვს ხელს იმაში, რომ გაერკვეს საკუთარ შეგრძენებებში. ბავშვი არ ენდობა საკუთარ შეგრძენებებს, ემოციებს და ასკვნის, რომ ის რასაც თავად გრძნობს- არასწორია!

📌გამოუხატავი შფოთვა, შიში, ბრაზი პირდაპირ გადაიზრდება ქრონიკულ შფოთვაში!

⚠️მშობელი იყენებს განშორების საფრთხეს, როგორც მანიპულაციას და ეს არის მისი წამყვანი სტრატეგია აღზრდაში.

❌კიდევ მოიქცევი ასე და მე საერთოდ წავალ❗️

❌მივცემთ შენს თავს სხვას❗️

❌არ დაგელაპარაკები საერთოდ❗️

💯ბავშვისთვის, მშობელთან კონტაქტის გაწყვეტის რისკი არის მისი გარდაცვალების ტოლფასი. ბაზისური შფოთვა ხდება მისი პიროვნების მუდმივი თანამგზავრი.

❗️მშობელი ადარებს შვილს სხვა („იდეალურ")ბავშვებს.

❌აი, ნახე შენმა კლასელმა როგორი მაღალი ქულა მიიღო?

❌შეხედე, ის როგორი მოწესრიგებულია, არასდროს არაფერი ავიწყდება!

❌ხომ ხედავ, როგორ ეხმარება დედას ყველაფერში? ეს როგორ მოქმედებს❓⤵️

⚠️კლავს ბავშვის თვითშეფასებას!

⚠️ბავშვი ცხოვრობს მუდმივ შფოთვასა და დაძაბულობაში!

⚠️ბავშვი ცდილობს მუდმივად დააკმაყოფილოს სხვისი სტანდარტები და მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს საკუთარი თავი და შესაძლებლობები. ეს კი რა არის, თუ არა მუდმივად შფოთვით მდგომარეობაში ყოფნა!

❗️ბუნებაში არ არსებობს შეუცდომელი მშობელი, ისევე როგორც ადამიანი, მაგრამ ჩვენი სწორი მიდგომებით, შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილიზაციას შფოთვის დონის მინიმალიზებით, რაც მისი მენტალური ჯანმრთელობის გარანტია.

და ბოლოს, ბავშვის შფოთვითი მდგომარეობის მთავარი ანტიდოტი არის:

✅ბაზისური უსაფრთხოების განცდა

✅უპირობო მიმღებლობა

✅შეცდომის დაშვების შესაძლებლობა/ნორმალიზება.

💯ბავშვს არ სჭირდება იდეალური და სტერილური გარემო, ბავშვს სჭირდება ისეთი უფროსი ადამიანი გვერდით, რომელიც აგრძნობინებს, ეტყვის, რომ ის არის უსაფრთხოდ და მას არაფერი ემუქრება, რომ მას აქვს შეცდომის დაშვების, ტირილის, ბრაზის და შფოთვის გამოხატვის უფლება!

🔊და ყველაზე მნიშვნელოვანი, ბავშვმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მშობელი ყოველთვის მის გვერდით იქნება!

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შემოდგომის მისტიკური ენერგია ძალაში შედის და დროა გაიგოთ, რას გიმზადებთ ეს განსაკუთრებული პერიოდი “ - ოქტომბრის სრული ტაროლოგიური პროგნოზი

🎥 პლანეტა მერკური მორიელის ნიშანში გადავიდა - რას მოგვიტანს ტრანზიტი? მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„ღმერთს მადლობა, ჩემი საუკეთესო...“ - თათია შარანგიას დედა იუბილარია

✕