საქართველოში, ნოემბრის ბოლო პარასკევთან დაკავშირებით, კომპანიებმა და სხვადასხვა მაღაზიებმა ე.წ. შავი პარასკევი წინასწარ გამოაცხადეს, რაც იმას ნიშნავს რომ სასურველ პროდუქტს, თუ ნივთს ფასდაკლებით შეიძენთ.
აღნიშნულ აქციას, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ეხმაურება და სოციალურ ქსელში მათ აკრიტიკებს, თუ რატომ ამას პოსტიდან გაიგებთ:
„ჯერ შავი რა არის ამ პარასკევში და მერე თავად მის მნიშვნელობასაც როგორ არაზუსტად იყენებენ საქართველოში.
მაგალითად, დასავლეთში ნამდვილად სერიოზულია პარასკევის ფასდაკლებები.
ჩვენთან, უმეტესად 10-20 პროცენტია.
ასევე, აქ წინა დღეებში ფასს მაღლა სწევენ და პარასკევის დღეებში ვითომ აიაფებენ, ძველ ფასად ყიდიან.
დასავლეთში შავი პარასკევის ფასები 1 კვირაც კი გრძელდება.
ჩვენთან ძალიან ცოტა აკეთებს ამას.
სიტყვა „შავი“ ფასდაკლების ან მხიარული პარასკევის სახელით რომ შევცვალოთ, არა?
ქართულად მძიმედ ჟღერს შავი“,- წერეს გოგა ჩანადირი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ვინ არიან ესპანეთში ხმაურიანი სპეცოპერაციის დროს დაკავებული ქართველები
🔵ახალციხეში შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს
🔵სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მსახიობი ნათია სოყურაშვილი გამოიკითხა