მარტის აქციების დროს სამართალდამცველებისთვის სავარაუდოდ მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა პირველადი ჩვენებით მან ეს ფაქტი დაადასტურა.
საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის, მაგრამ მანამდე ოპოზიციისა და არასამთავრობოების ნაწილმა ბრალდებული პოლიტპატიმრად გამოაცხადა.
აღნიშნული თემის ირგვლივ დისკუსიას ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„რა თქმა უნდა, ფორმალურად მოლოტოვის კოქტეილის სროლა, მით უმეტეს ცოცხალ ადამიანზე, დანაშაულია. ასევე რა თქმა უნდა დანაშაულია, პოლიციის მანქანის დაწვა.
მაგრამ
ერთი კითხვა მაქვს: პოლიციისთვის ქვების სროლა დანაშაული არაა? პოლიციელის მიერ მომიტინგისთვის თვალის ამოთხრა დანაშაული არაა?
თუ ფორმალურად მიუდგები, ძალადობის უფლება კანონიერად მხოლოდ პოლიციას აქვს და იმ ღამეს, რამდენი ქვა ან კეტიც მოხვდა პოლიციელს, ყველა დანაშაული იყო.
ასევე პოლიციელი ვალდებულია ძალა პროპორციულად გამოიყენოს და იმ ღამეს პოლიციის მხრიდან ძალის ყველა გადამეტება დანაშაული იყო.
მაგრამ
ჩვენ ხომ ვიცით, რომ არცერთ პოლიციელს არ დასჯიან და არც სხვა მომიტინგეს, ვინც პოლიციელს ქვა ესროლა, ან კეტი ჩაარტყა, რადგან ეს იყო პოლიტიკური პროცესი, რომელიც ჩხუბამდე მივიდა ხელისუფლებასა და ხალხს შორის.
შესაბამისად ხელისუფლებისთვის ჩხუბმა, როგორც ომმა, ყველაფერი ჩამოწერა, მაგრამ რატომღაც არ ჩამოწერა მხოლოდ ლაზარეს დანაშაული.
ჰოდა, ნუ გიკვირთ, თუ ხალხი ამ საკითხს არ უყურებს, როგორც სამართლებრივ საკითხს და არ აინტერესებს მოლოტოვის კოქტეილის სროლა დანაშაულია, თუ არა.
ხალხი უყურებს ამას როგორც პოლიტიკურ პროცესს და იმ ჩხუბის გაგრძელებას, რომ ხელისუფლებას არ უნდა ჩხუბის დამთავრება.
ჩხუბი კი მოგეხსნებათ, მორევაზეა“, - წერს მერაბ მეტრეველი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რამდენს ნიშნავს ბავშვობის ტრავმა! - მაიკო კაჭკაჭიშვილის ტკბილი მოგონება ბნელი 90-იანებიდან
🔵საბედისწერო შეხვედრების, მოულოდნელი სიახლეებისა და სასიამოვნო თავგადასავლების პერიოდი იწყება