
უმშვენიერესი დიზაინერი მაკა ასათიანი დღეს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად არის აღიარებული, მაკას დახვეწილი სტილი და შეუდარებელი გემოვნება აქვს და ეს მის ყოველდღიურ ჩაცმულობაშიც იგრძნობა.
რამდენიმე დღის წინ, დიზაინერი „ნამახვანჰესის" საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდა, მოსახლეობა მოინახულა და თავისი პოზიცია დააფიქსირა.
დიზაინერი საკუთას სტილს ყოველთვის ინარჩუნებს და აქციაზეც კლასიკურად გამოწყობილი მივიდა. მაკა შავ ჩექმებსა და კრემისფერ კოსტუმში იდეალურად გამოიყურება.