
მომღერალი მაკა ზამბახიძე ცნობილი ჯგუფის „დუეტი ჯორჯია“ წევრია, რომელმაც 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფრო და უფრო წინ მიიწევს. მაკა მართალია სოლო კარიერით განაგრძობს მოღვაწეობას, თუმცა ჯგუფიც ხშირად ატარებს კონცერტებს. ამასთან მას დაწყებული აქვს მზადება სოლო ალბომისთვის, ასევე ჩამოაყალიბა ბენდი „მაკა ზამბახიძე და ნონსტოპი“.
აღსანიშნავია, რომ ბენდში ბექვოკალი მისი ერთადერთი შვილი, სალომე ჩიტაძეა. ბენდის პროდიუსერი კახა მამულაშვილია. მაკა ზამბახიძე ბებიაც გახლავთ, მას ქალიშვილისგან 2022 წელს შვილიშვილი, მიქაელი შეეძინა.
მაკა ზამბახიძე დღეს 42 წლის გახდა. დაბადების დღე ქმარმა მიხეილ ჩოხელმა სოციალურ ქსელში მიულოცა:
„მარიამ ჩოხელის დაბადებას გაუმარჯოს“, - წერს მიხეილ ჩოხელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დღეს მარიტას დაბადების დღეა❤️ მიყვარხარ❤️“ - გიორგი გასვიანი
⭕მაკუნა ზედაშიძე მამამთილის და პატარა სოფიას ფოტოს გვიზიარებს
⭕აკა სინჯიკაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს - „დღეიდან თავისი ოთახი ექნება“