
დიზაინერი გიორგი მასხულია საქართველოში ეპატაჟური განცხადებებით არის ცნობილი, რომელსაც წარსულში არაერთი სკანდალი უკავშირდება.
იგი, მრავალი წელია თბილისში სილამაზის კონკურსებს ატარებს, რაშიც შოუბიზნესის ცნობილი სახეებიც იღებენ მონაწილეობას. ბოლო პერიოდში დიზაინერმა წონაში საგრძნობლად დაიკლო და საზოგადოების ყურადღების ქვეშ უფრო მეტადაც მოექცა, რადგან მან იმიჯი საგრძნობლად შეიცვალა.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„დიახ დავდე ის ბექგრაუნდი რაც მსურდა, გავიკეთე ის რაც მე მსურდა, გავიკეთებ იმას რაც მე მესურვება, ძალიან მალე ახალი იმიჯით და ახალი სტილით დაგიბრუნდებით, მე ხომ ერთფეროვნება არ მიყვარს, მე მიყვარს ცვლილება სტილში, იმიჯში, ცხოვრებაში, და თუ ჭკუით არ იქნება ჩემი მეორე ნახევარი, სიყვარულშიც.
მიყვარს ჩემი სიგიჟეები, ჩემი ქარიზმატული ცხოვრება, არ მიყვარს არაფრის დაგეგმა, არ მივტირი გუშინდელ დღეს ან დღევანდელს ჩავლილს, წარსული ჩემი არ არის. ხვალინდელი დილა მაინტერესებს და მომავალი, ერთი დიდი მინუსი მაქვს. ალბათ, ეს ჩემი გულუბრყვილობის ბრალია დაბალი ხარისხის ნივთებს ვიჭერ ხელში და შემდეგ სურთ მაღალი ხარისხის გამოჩნდნენ, იმედია ვისწავლი წლებთან ერთად, რომ დაბალი ხარისხის არც ადამიანები და არც ნივთები არ ფასდებიან.
მე მინდა უბრალოდ მათ სტიმული მივცე. მაგრამ ისინი ამას ბოროტული განწყობით იყენებენ, რაც მათი კრახით მთავრდება, აბა ლეველი დააგდეთ დროზე“, - წერს გიორგი მასხულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც კონდიციონერი ოთახში ჰაერს გამოაშრობს