Digest Logo

🎥 „მალე მეშვიდე თვეში გადავალ, ბევრი მეუბნება დაკლებული ჩანხარო“ - რას ჰყვება სოფია კვინიკაძე ბარიატრიის შემდგომ ორსულობაზე

1736340960
სოფია კვინიკაძე

სეულში მცხოვრები ქართველი ბლოგერის ცხოვრებაში, რომელსაც ბევრი სახელით - Depressed Georgian in South Korea იცნობს სასიამოვნო სიახლეებია. 

ცოტა ხნის წინ, სოფია კვინიკაძე და მისი კორეელი რჩეული დაქორწინდნენ. ასევე სოფიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც საზოგადოებას ორსულობის შესახებ ამცნო და ოჯახის წევრების რეაქციები გაუზიარა.

საზოგადოების მხრიდან ინტერესი სოფიას ოჯახის მიმართ ყოველთვის არის. ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც დაკლებულ კილოგრამებზე საუბრობს და ბარიატრიის შემდგომ ორსულობაზე. როგორც ბლოგერი ამბობს, 27-ე კვირაზე ჯამში 3 კილო აქვს მომატებული.

„ბევრი მეუბნება დაკლებული ჩანხარო, მატყობენ, რომ მოკლებული ვარ. ტოქსიკოზი აღარ მაქვს, მაგრამ ავედი 70 კილოზე და ახლა ისევ 69-ზე ჩამოვედი ბოლო ერთ კვირაში. ცოტ-ცოტა ულუფებით ვჭამ, კუჭის ოპერაციისგან გამომდინარე ვერ ვჭამ ისე როგორც უნდა ვჭამდე, მაგრამ ექიმმა მითხრა, არაფერი საზიანო ბავშვისთვის ამაში არ არისო.

ვცდილობ მაქსიმალურად შემცირებული იყოს ტკბილეული.  მალე მეშვიდე თვეში გადავალ, 23 კვირის ვარ და წონაში ვარ 69 კგ, მომატებული მაქვს 3 კილო.

ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ ბარიატრია რადგან მაქვს გაკეთებული, უფრო მეტად აინტერესებს ხალხს“, - ამბობს სოფია კვინიკაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ნანატრი დღეც დადგა, გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ“ - ავარიის დროს მძიმედ დაშავებული დები სახლში გაწერეს

„წითელი ვარდების სასაფლაო ჯერ არ მოურწყავთ და მალე უნდა მოირწყას! ერიდეთ დიდი თავშეყრის ადგილებს“ - გოგა მანიას შოკის მომგვრელი წინასწარმეტყველება

ფოტოგრაფ გიორგი შერმაზანაშვილის გასაოცარი მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში - ფოტორეპორტაჟი