Digest Logo

„ნანატრი დღეც დადგა, გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ“ - ავარიის დროს მძიმედ დაშავებული დები სახლში გაწერეს

1736339510
დაშავებული დები

დები 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თბილისში, სამი თვის წინ დაშავდნენ.

ოჯახს ფინანსური დახმარება ესაჭიროებოდა, რის გამოც საზოგადოება გაერთიანდა. დებს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. 

დების დედამ, სოფიო ხარშილაძემ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ გოგონები სახლში გაეწერნენ.

„2024 წლის 12 ოქტომბერი - შემოსვლის დღე.. დაე ნანატრი დღეც დადგა, სახლში წასვლა.

ყველაზე დასამახსოვრებელი 3 თვე, გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ.

ახლა კი მოგიყვებით სასწაულ პერიოდზე, რომელიც არასდროს ამოიშლება გონებიდან. საოცარი კლინიკა ვუწოდოთ, რეანიმაცია სასწაული გუნდი, რომელიც პირველივე წამიდან განსაკუთრებულად თავს ევლებოდნენ თათულის. ისე „ბალეშიკობდნენ“ სხვა გამოსავალი არ იყო, ისე უნდა მებრძოლა, რომ თათული მდგომარეობიდან უნდა გამომეყვანა.

ექიმების ბრძოლის შემდეგ ესეც გავაკეთე. ყოველ წამს უკეთესობისკენ მივდიოდით. ექიმების გუნდზე არაფერს ვიტყვი, ადამიანების სახით ღმერთები დაგვხვდნენ. 

ექთნები არ ვიცი ამ საოცარ გუნდზე რა ვთქვა, არცერთი წამი ჩამითვლია ის ფაქტი, რომ რეანიმაციაში ან თუნდა პალატების განყოფილებაში მივდიოდი  ერთი დიდი ტკბილი ოჯახი, თქვენ წარმოიდგინეთ გული მწყდება, რომ ვეწერებით.

ძალიან მომენატრებით, პირობას შევასრულებ მალე თათულის შეჯიბრებაზე დაგპატიჟებთ“, - წერს სოფიო ხარშილაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„წითელი ვარდების სასაფლაო ჯერ არ მოურწყავთ და მალე უნდა მოირწყას! ერიდეთ დიდი თავშეყრის ადგილებს“ - გოგა მანიას შოკის მომგვრელი წინასწარმეტყველება

ფოტოგრაფ გიორგი შერმაზანაშვილის გასაოცარი მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში - ფოტორეპორტაჟი

🎥 „მთელი სისტემა მაქვს იოგის ვარჯიშის, ამიტომ არ მჭირდება ლოცვის სისტემის გამოყენება...“ - მიხეილ ცაგარელის „მარტოობის 15 წუთი“