
ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი ხშირად გვიზიარებს როგორც პროფესიული, ასევე პირადი ცხოვრების საინტერესო მომენტებს.
ამჯერად მან სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მეგრულ სიმღერას „ვაგიორქო მა“ ასრულებს:
„ჩემი ბებიკოს ხსოვნის იყოს, ჩემს უსაყვარლეს სამეგრელოს და მეგრელებს გეფერებით დიდი სიყვარულით და განსაკუთრებით სხულუხიებს.
მალე სოხუმში გვემღეროს ყველას ერთად!
შემომაშველეთ აბა რომელ კუთხეზე ავმღერდე კიდევ და სიმღერებიც დამიწერეთ“, - წერს ნინი შერმადინი.
ასევე დაგაინტერესებთ: