Digest Logo

„მალე ყველაფერს გიამბობთ“ - სალომე გოგიაშვილი ხმაურიანი განქორწინების შემდეგ სიახლეს აანონსებს

1777983513
სალომე გოგიაშვილი

ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა „ინსტაგრამისა“ და „ფეისბუკის“ გამომწერები მოლოდინის რეჟიმში ჩააყენა. „მალე ყველაფერს გიამბობთ“ - წერს სალომე და ახალ ფოტოს აზიარებს.

ჯერჯერობით უცნობია, რას ეხება სალომეს ანონსი, თუმცა ფაქტია, რომ ტელეწამყვანი სიახლეს ამზადებს.

შეგახსენებთ, რომ სალომე გოგიაშვილის პირადი ცხოვრება ბოლო თვეების განმავლობაში მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ტელეწამყვანმა საჯაროდ დაადასტურა, რომ მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ის მეუღლეს, ვახო ნიკოლაიშვილს დაშორდა.

აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა ხმაურიანი სკანდალი და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული არაერთი დამაინტრიგებელი პოსტი, რამაც გამომწერებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

სალომე გოგიაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის რთული, თუმცა გარდაუვალი იყო. ტელეწამყვანი ამჟამად ოთხ შვილს ზრდის და, როგორც ჩანს, აქტიურად ცდილობს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, რასაც მისი ბოლო პერიოდის გააქტიურება და იდუმალი ანონსებიც მოწმობს.