სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს.
ამჯერად იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ხელოვნური ინტელექტით გაკეთებულ ფოტოებს გვიზიარებს, სადაც ისინი საჰელოუინე კოსტიუმებში არიან გამოწყობილები:
„ბედნიერი ჰელოუინი“, - წერს საბა საპანაძე კადრებზე.
კადრებმა საზოგადოების დიდი გამოხმაურებაც დაიმსახურა:
„მამარდა რა ძმაა ბიჭო“,
„მამარდაშვილს შენი ვალი ჰქონდა თუ რას ერჩი?“,
„ჩაკვე რა ტიპია“, - წერენ კომენტარებში.
ფოტოები:📸




⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბედნიერები იყავით...“ - თაკო საზინას არაჩვეულებრივი ლუქი და ოჯახური კადრები