Digest Logo

„მამის ღრიალმა ზეცამდე ვერ მიაღწია.. ოთხჯერ გაჩერდა იმ დედის გული, რომლის შვილები სიკვდილის ჩიტებმა წაიყვანეს“ - ჟურნალისტი ბათუმის ტრაგედიაზე

1759923091
ბათუმში მომხდარი ტრაგედია

ბათუმში მომხდარი ტრაგედიიდან ზუსტად 4 წელი გავიდა. შემთხვევა, 2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მოხდა, რა დროსაც, კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, აქედან 8 უკვე დაღუპული იყო, მათ შორის სამი ბავშვი.

ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჟურნალისტი თათია ზუხბაია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებდა და ბათუმში მომხდარ მოვლენებს ეხმაურებოდა, რომელსაც „დაიჯესტი“ კიდევ ერთხელ გაგახსენებთ:

„მამის ღრიალმა ზეცამდე ვერ მიაღწია.. ოთხჯერ გაჩერდა იმ დედის გული, რომლის შვილები, სიკვდილის ჩიტებმა წაიყვანეს.

საბედისწერო გადაწყვეტილების მიმღები და თანამონაწილე პირები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავსაჯოთ, იმისთვის რაც ალბათ მათაც არ უნდოდათ ასე არ წარმოედგინათ... .

და იქნებ დასასჯელებს შორის, დილას ოჯახიდან გამოსული ის მუშაც არის დაკოჟრილი ხელებით.. ახლა სახლში მშიერი შვილები რომ ელოდებიან....

სასჯელი გამართლებულია, არადა ვერცერთი საკანი ვერ დაამძიმებს იმ მორალურ ტვირთს რაც ახლა ისედაც მათ კისერზეა...

ისიც არ ვიცი ამას რატომ ვწერ... რა საზარელი დღეა.. ძალიან ვწუხვარ“, - აღწერდა ტრაგედიის დღეს თავის პოსტში ჟურნალისტი თათია ზუხბაია.

შემთხვევას ერთი ადამიანი გადაურჩა, რომელიც კლინიკაში მკურნალობის შემდეგ ბინაზე მალევე გაწერეს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ალბათ, ბევრს გაინტერესებთ მას შემდეგ ჩვენი ყოფა როგორია...“ - რას წერდა რამაზ დავლაძე, რომელმაც ბათუმის ტრაგედიის დროს ოჯახის 4 წევრი დაკარგა

„როგორ აპატიო წყენა? რაც გვესაჭიროება არის გაგება, რომ ყველა ადამიანი ვინც შენს გარშემოა, წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ სათამაშოს“ - ნუცა შანშიაშვილი

„თუ თავს ცუდად გრძნობთ, გეშინიათ, გტკივათ - დაიწყეთ მადლიერების გამოხატვა!“ - რას წერს თამარ კვარაცხელია