
2022 წლის პირველ აგვისტოს 55 წლის ასაკში, ყველასთვის საყვარელი მომღერალი მამუკა ონაშვილი, ავტოავარიაში მიღებული უმძიმესი დაზიანებების შედეგად დაიღუპა. ალბათ, რთული იქნება ადამიანის პოვნა, ვისაც მამუკას მიმართ განსაკუთრებული სიყვარული არ ჰქონდა, ამიტომ მისი წასვლა ყველასთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა.
მომღერალი მამუკა ონაშვილი დღეს 58 წლის გახდებოდა. მისი დაბადების დღე სოციალურ ქსელში დამ მაიკო ონაშვილმა და მეგობარმა გია ბაღაშვილმა ემოციურად გაიხსენეს:
„ისევ უშენოდ ჩემო მამუკა, დაბადების დღეს გილოცავ ჩემო დიდო დარდო... გაუსაძლისია ეს მონატრება“, - წერს მაიკო ონაშვილი.
„დღეს ჩვენი დაუვიწყარი მეგობრის, ყველასათვის საყვარელი მამუკა ონაშვილის დაბადების დღეა!..
58 წლის გახდებოდა!..
შენ სულ ჩვენს გვერდით ხარ!.. სულ გვაკლიხარ და გვენატრები ძმაო! “, - წერს გია ბაღაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სალომე ღვინიაშვილი მეუღლესთან ერთად პოზირებს - „ვგიჟდები ამ წყვილზე, ყველაზე დახვეწილები“
🎥 „მალე შევხვდებით კონცერტებზე...“ - ვერიკო ტურაშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა