Digest Logo

„მან ჩემი გული მოიპოვა იმ გზით, როგორითაც მხოლოდ ღვთისგან მოვლენილი სიყვარული ახერხებს...“ - ნუცა ბუზალაძე დაინიშნა

1749445770
ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც „ევროვიზიაზე“ 2024 წელს საქართველოს სახელით წარდგა და ამერიკული შოუ American Idol-ის მონაწილეც იყო, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.

ნუცა ბუზალაძემ ცოტა ხნის საავტორო ალბომი გამოუშვა, რომელიც რამდენიმე სიმღერისგან შედგება.

მომღერალი ახლახან დაინიშნა. სასიხარულო ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა:

„I said yes!!! to my super agent, my best friend, and now… my future husband.

Darren ჩემს ცხოვრებაში მაშინ შემოვიდა, როცა American Idol ის ფინალში ვმღეროდი. ის არ იყო უბრალოდ აგენტი, ის იყო სუპერ აგენტი!

მას შემდეგ რაც კონტრაქტი გავაფორმე მის კომპანიასთან, ყოველთვის ჩემზე მთელი გულით ზრუნავდა და ჩემი კარიერისთვის შეუძლებელს აკეთებდა, მაგრამ რაც დროთა განმავლობაში შევნიშნე, იყო უფრო ღრმა და ნამდვილი, მან ჩემი გული მოიპოვა, იმ გზით, როგორითაც მხოლოდ ღვთისგან მოვლენილი სიყვარული ახერხებს  
თავიდანვე ჩვენი კავშირი რწმენაზე, სიმართლეზე და ღვთის სიყვარულზე იყო დაფუძნებული.

  ის გახდა ჩემი ყველაზე ახლო ადამიანი, ვის გვერდითაც თავს ყველაზე დაცულად და ბედნიერად ვგრძნობდი.
როცა ლოს-ანჯელესში გადავედი, ჩვენი ურთიერთობა სულ სხვა დონეზე ავიდა. მივხვდი, რომ ჩემი გრძნობები მის მიმართ მხოლოდ პროფესიული აღარ იყო, ეს იყო ნამდვილი სიყვარული. 

ხშირად ვლოცულობდი და ვთხოვდი უფალს, რომ გამოეგზავნა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ჩემს ღირებულებებს დააფასებდა, რომელიც სიგიჟემდე შემიყვარებდა, რომელიც ყოველ დღე დედოფლად მაგრძნობინებდა თავს, გულით გამაცინებდა და თავს ყველაზე იღბლიან ქალად მაგრძნობინებდა და ღმერთმა ნამდვილად გამომიგზავნა ასეთი ადამიანი.

ახლა, როცა ჩვენს ახალ თავგადასავალს ვიწყებთ, სიყვარულით და მადლიერებით ვამბობ: დიახ, ბედნიერი ვარ და მზად ვარ გავხდე Mrs. Prince“, - წერს ნუცა ბუზალაძე.