Digest Logo

„მან თქვა, „არასდროს დავეცემითო“, ვწუხვარ, უკვე დაეცი და ისე დაბლა ხარ, მიწიდან არ ჩანხარ!“ – პეტრე კოლხი თინა კანდელაკზე

1647673630
პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტის - თინა კანდელაკის გამოსვლის შესახებ წერს.

მან თინა გააკრიტიკა და უმწეო, დაჩიავებულ დედაკაცად მოიხსენია.

„პირადად მე, თინა კანდელაკში დავინახე უსუსური, მხდალი, მშიშარა, დაპატარავებულ-დაჩიავებული დედაკაცი, რომელიც შიშობს, რამე არ შეეშალოს საკუთარი უფროსის წინაშე…

სადაცაა დაკისრებული დავალების ჩაბარებას მოსთხოვენ და თავგამოდებული ცდილობს თავი გადაირჩინოს.

იქნებ შეძლოს და „ოჯახის უფროსს“ თავი მოაწონოს, თორემ „რაბინია“ ქალები რიგში დგანან და მის ადგილს უფრო დიდი „რაბინია“ დაიკავებს!

მან თქვა, „არასდროს დავეცემითო“, ვწუხვარ, უკვე დაეცი და ისე დაბლა ხარ, მიწიდან არ ჩანხარ!“ - წერს პეტრე კოლხი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჟურნალისტებს მინდა ვთხოვო, არ დამირეკონ, დედასთან საუბარიც კი არ შემიძლია ცრემლების გარეშე“ - რას წერს გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი მეუღლე

🔵„რუსეთში ვისაც ვინმესთან გაქვთ კავშირი, მისწერეთ და შეატყობინეთ რა ხდება... არ იციან, რომ მალე სიღატაკე და შიმშილი ელით“ - რას წერს გიორგი არველაძე

🔵„რუსეთი უბრალოდ დამარცხდება! ეს არ იქნება მხოლოდ დამარცხება. ეს იქნება...“ - ასტროლოგის სკანდალური პროგნოზი