საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ეხმაურება და მას მადლობას უხდის.
სააკაშვილის წერილი მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ წაიკითხა:
„კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძეს ივანიშვილმა, მაგრამ არ აპატია ობიექტური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა ჩემს საქმეზე. ის რომ მან უარი თქვა, რატის როლი მოერგო და ჩემ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყოველგვარი ტყუილები ელაპარაკა, რასაც მას მთავრობა სთხოვდა.
მან შეუერთა თავისი ხმა ჩემი კლინიკაში გადაყვანის მსურველებს. კოვიდპასპორტები იყო ბოლო წვეთი. ახლაც კარგად აჩვენებს ყველაფერს, როგორ არ ადარდებს მთავრობას ადამიანების სიცოცხლე. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ტიკარაძეს, რომ ამ რთულ სიტუაციაში შეინარჩუნა ადამიანობა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა გუშინ, 9 დეკემბერს დატოვა.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატად ლევან რატიანი განიხილება - ელისო კილაძე
🔵VIDEO: „შენ მე რატომ მაბულინგებ?! მიკრძალავ“ - კამათი პირდაპირ ეთერში
🔵როგორი დახვედრა მოუწყვეს ალექსანდრა პაიჭაძესა და მის შვილს - ფოტოები
🔵„მეც მინდა ასე ძილი, სადმე“- ალექსანდრა პაიჭაძე ქალიშვილის ახალ ვიდეოს აქვეყნებს
🔵„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე